Thursday, November 15, 2018


  მიგნებები და კვლევის ნაკლოვანებები:

ჩატარებული კვლევა ვფიქრობ, რომ სხვა სახეს მიიღებს მომავალში, აუცილებლად გავითვალისწინებ რეკომენდაციებს, კოლეგების რჩევებს, მითითებებს, შევეცდები კვლევის მეთოდების დახვეწას და გამრავალფეროვნებას, ასევე სხვადასხვა სახის ინტერვენციის დაგეგმვას, რათა უფრო მეტად ეფექტური იყოს ჩემი მუშაობა, არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ მშობლებთანაც. ამ კვლევამ უფრო მეტად დააახლოვა მოსწავლეები ჩემთან, ისინი კვლევის კითხვარების შევსების პროცესში თავს თვლიდნენ თანამშრომლად, რომ მეხმარებოდნენ საკუთარი შედეგების გაუმჯობესებისთვის.. კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა სწავლების პროცესში.     კვლევას ჰქონდა ნაკლოვანებებიც, არ იყო მრავალფეროვანი ინტერვენცია, ანკეტას რაც შეეხება, შეიძლება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, ან მარტივად შედგენილი  იყოს.  ზეპირი გამოკითხვაც შეიძლება დაინერგოს, რადგან დადებით შედეგს იძლევა. კვლევის მიზანი მქონდა საკმაოდ მრავლის მომცველი, რაც რთულიც კი აღმოჩნდა გამოსაკვლევად, რადგან რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა. აუცილებელია მშობლების ჩართულობაც კვლევის პროცესში.
















No comments:

Post a Comment