Thursday, November 15, 2018




განხორციელებული მამოტივირებელი აქტივობები:
მე-7 კლასში განვახორციელე აქტივობა ,,დროის ხაზი’’, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობა, ცოდნის განმტკიცება, რაც ხალისით და ინტერესით წარიმართა. მოსწავლეებს დავურიგე კითხვარი უკუკავშირისთვის, რითიც მინდოდა მოსწავლეების თვალით შეფასება მომეხდინა მსგავსი ტიპის სამუშაოს დადებით ანდა უარყოფითი მხარეების. მამოტივირებელ აქტივობებთან დაკავშირებით აქვე გავიხსენებ, რომ გასულ წელს გამოვიყენე აქტივობა ,,მე ვქმნი პოსტერებს’’, რაც ეფექტური და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე როდესაც რთული მასალაა ანდა თემა საერთაშორისო ურთიერთობებს ან სამოქალაქო უფლებებს შეეხება. მოსწავლეები აკეთებენ მრავალფეროვან პოსტერებს ხელით ანდა ელექტრონულად სურვილის მიხედვით ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფში. მოსწავლეები ამავე დროს თანამშრომლობენ, ახარისხებენ ინფორმაციას სასურველ თემაზე, ადგენენ დიზაინს, ამზადებენ საპრეზენტაციოდ მსმენელისათვის. პოსტერები პეროდულად გამოფენილია სასკოლო გარემოში პოსტერებს კითხულობს და ათვალიერებს ყველა. ამ გზით მიმზიდველი პოსტერები, რომლებზეც მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დატანილი გადასცემენ ცოდნას და სიახლეებს მკითხველს. აღნიშნულ აქტივობას გამოვიყენებ მომავალშიც სასწავლო პროცესში.

No comments:

Post a Comment