Wednesday, December 5, 2018


ინტერვენცია- 2

მე- 8 კლასში განვახორციელე საგაკვეთილო აქტივობა ,, ვისწავლოთ თამაშით დემოკრატია’’, ორი გაკვეთილის ფარგლებში გავწერე აქტივობები და შემდეგ მოვისმინე მოსწავლეთა უკუკავშირი. მაგალითად, მოსწავლეების წყვილები ჯდებიან ზურგით ერთმანეთისკენ, ისე რომ ერთმანეთს არ უყურებენ, მათგან ერთი არის სახლის დამკვეთი, მეორე მშენებელი, დამკვეთი კარნახობს და მშენებელი აშენებს ჩხირებით სახლს, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვაწყეთ სახლების პრეზენტაცია და პირველი დასკვნა, რაც მოსწავლეებმა გამოიტანეს- ყველა ადამიანს განსხვავებული ფანტაზია და გემოვნება აქვს და მეორე ყველა დავალებას თავისებურად ვიგებთ, აღვიქვამთ და ვასრულებთ. შემდეგი აქტივობა- სხვადასხვა შინაარსის და ფორმის ფოტოების ჩვენება და დასათაურება, მოსწავლეებს ვაჩვენებ ერთნაირ და შემდეგ განსხვავებულ ფოტო-სურათებს, ვთხოვ დაასათაურონ და შეურჩიონ სახელწოდება. აქტივობის მიზანია დაანახოს მოსწავლეებს, რომ ადამიანებს განსხვავებული გრძნობები და ემოციები აქვთ.   ბოლოს კი მოსწავლეთა წყვილებს დავურიგე ადამიანის უფლებები ტესტი სავარაუდო პასუხებით, სადაც უნდა შემოეხაზათ ერთ-ერთი ვარიანტი, შემდეგ გაეცვალათ მეწყვილესთვის და შეედარებინათ პასუხები. ტესტები შეეხებოდა განათლებას, სოციალურ-ეკონომიკურ, რელიგიის, საკუთრების, მუშაობის, გამოხატვის და სხვა უფლებებს, რომელიც განვიხილეთ და გავაანალიზეთ სათითაოდ.  ,, ფილმებით სწავლება’’ მოსწავლეებს ვაჩვენებ სასწავლო მიზნით შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს ბავშვების და ზოგადად ადამიანების მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში როგორ უხდებათ ცხოვრება და რამდენად დაცულია მათი სიცოცხლის, შრომის ან არჩევანის უფლებები, ფილმები დიდ გავლენას ახდენს მოზარდების ემოციურ დამოკიდებულებაზე, უფრო მეტად უვითარებს ემპათიას და მსჯელობის პროცესშიც უფრო თავისუფლები არიან, მხატვრული ფილმებიც შთამბეჭდავია, მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ დასკვნები, რომ ყველა ადამიანი განსხვავებული და ინდივიდუალურია, როგორც ფიზიკურად, ასევე გემოვნებით, შესაძლებლობებით, აზროვნებით, პრობლემის გადაჭრის ძიებით, აღქმით და უამრავი ნიშნით, რაც მოსწავლეებმა აქტივობების განხორციელების შედეგად ამოიცნეს. ჩამოვაყალიბეთ საინტერესო დასკვნები ადამიანებს შორის თანამშრომლობის, ჯანსაღი ურთიერთობების და სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობისთვის.

ინტერვენცია-3

 მე-10 კლასში შემაჯამებელ სამუშაოებში შევიტანე- პრეზენტაცია, თემა და კვლევა, რაც საკმაოდ მომზიდველი სამუშაო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რადგან არ იყვნენ შეზღუდული მხოლოდ ტესტირების რეჟიმში და მათ ცოდნის რეალიზება სხვა ფორმით შეძლეს. შედეგები არ იყო განსაცვიფრებელი, თუმცა მოტივაცია იყო მაღალი. ასევე შევცვალე ერთ-ერთი შემაჯამებელი სამუშაოს ტიპი მე-9 კლასშიც.

No comments:

Post a Comment