Wednesday, December 5, 2018



საბაზო საფეხურზე მყავს 34 მოსწავლე, საშუალო საფეხურზე- 31, ჯამში 65 მოსწავლე, ბუნებრივია არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს კვლევის შედეგების დათვლა და განხილვა, რაც გამოიკვეთა პასუხებში ეს არის: საგნის სირთულე, ადვილი/ მისაღები, მასწავლებლის როლი/ფაქტორი სწავლების დროს, მოტივაცია.. მოსწავლეთა მონაცემები შევაგროვე და დავამუშავე კლასების მიხედვით, გამოიკვეთა განსხვავებული მოთხოვნები თითოეულ კლასში, მე-11 და მე-9 კლასებში მოსწავლეთა უმრავლესობამ მუშაობის ფორმად აირჩია დამოუკიდებელი სამუშაო,  აღმოჩნდა 23 ისეთი მოსწავლე, რომლისთვისაც ყველანაირი სამუშაო სახალისოა და არანაირი სირთულე არ არსებობს. კითხვარმა მიჩვენა მოსწავლეთა სუსტი მხარე- თარიღების დამახსოვრება, ან ფაქტებთან შესაბამისობა თარიღების. ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მოსწავლეთა სრული უმრავლესობისგან, რომ ჩემი განწყობა და დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა მათთვის, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ სწავლების პროცესში. ასევე საინტერესო იყო, რამდენად შეუძლია მოსწავლეს სხვისი დახმარების გარეშე სწავლა, ასევე, იცნობდნენ თუ არა შეფასების სისტემებს, მოსწავლეთა პასუხებიდან გამომდინარე მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე არ იცნობს, რასაც ასევე გავითვალისწინებ.  ასე გამოიყერება ძირითადი შედეგები გამოკითხვის მიხედვით:

       კვლევის კითხვარის შედეგები




No comments:

Post a Comment