Wednesday, December 5, 2018


სასწავლო წლის დასაწყისში მიზნად დავისახე ჩამეტარებინა პრაქტიკის კვლევა, თუმცა არ მქონდა გამოცდილება ამ საკითხთან მიმართებაში. ყოველთვის ვატარებდი შედეგების ანალიზს წლების მიხედვით როდის უფრო მეტი მაღალქულიანი, საშუალოზე მაღალქულიანი ან საშუალო შედეგების მოსწავლე მყავდა, თუმცა არასოდეს გამომიკვლევია მიზეზი, რატომ არ შეიძლება ყველა მოსწავლე იყოს მაღალქულიანი, ან რა უშლით ხელს შედეგების გაუმჯობესებაში. რადგან უფროსი მასწავლებლისთვის (წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად სქემის მიხედვით) სავალდებულო აქტივობაა პრაქტიკის კვლევა. როდესაც გავიაზრე  ჩემი პრაქტიკა, სწორედ ეს საკითხი აღმოჩნდა საკვლევად საინტერესო, რომ მოსწავლეებთან თანამშრომლობის გზით მიმეღო კითხვებზე გულახდილი პასუხები.
   ჩემი კვლევის ობიექტი იყო ყველა მოსწავლე საბაზო და საშუალო საფეხურზე, დამჭირდა გასაუბრება და კვლევის მიზნების გაცნობა თითოეულ კლასთან, რომ ანკეტირება აუცილებელი იყო მათი დამოკიდებულების შესასწავლად, შედეგების გასაუმჯობესებლად, რომ ეს ყველაფერი მათთვის იყო სასარგებლო. სასიმოვნოა, რომ მოსწავლეებმა გამოხატეს ინტერესი და ყურადღებით მოეკიდნენ საკითხს. ერთი კვირის ვადაში უკვე ყველა მოსწავლის მიერ შევსებული ანკეტა მქონდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს, რომელსაც უჭირდა აზრის დაფიქსირება წერილობით, ზეპირი გამოკითხვის მეთოდით მოვინიშნე პასუხები. ამის შემდეგ წავიკითხე ყველა პასუხი და დავითვალე რაოდენობა.
    კვლევის შედეგები გავაანალიზე, მაგრამ მჭირდებოდა დახმარება, კოლეგის ჩარევა გაკვეთილზე, რომ შეეფასებინათ ჩემი მიდგომები  და დამოკიდებულებები, მჭირდებოდა უკუკავშირი. ამისთვის განვახორციელე ინტერვენცია და შემდეგ შედეგებიც განვიხილეთ. ანუ ის გარემოება, რავ ანკეტაში მოსწავლეებმა აღნიშნეს მასწავლებლის განწყობა, რომელიც ახდენდა მათზე გავლენას, გამართლდა, დამკვირვებელმა სწორედ ეს გარემოება შეაფასა დადებითად, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ დადებითი განწყობა მოლოდინები მასწავლებლისგან. გამოირკვა, რომ მოსწავლეების მოტივაციაზე გავლენას ახდენს, თუ  რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ამა თუ იმ აქტივობის პროცესში ჯგუფში ან დამოუკიდებლად. კოლეგის უკუკავშირი საკმაოდ შედეგიანი იყო ჩემთვის.
მომავალში, როდესაც დავგეგმავ კვლევას, აუცილებლად ჩავრთავ მეტ კოლეგას და მშობელს, რაც შედეგიანი იქნება მოსწავლეებისათვისაც, ჩვენი თანამშრომლობაც საქმიან ფაზაში მეტად ნაყოფიერი იქნება.
კვლევის ანგარიშის შედგენის შემდეგ, მიზნად დავისახე შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის, ამისათვის მოვაწყვე პრეზენტაცია, სადაც ანგარიში ვუჩვენე, თან ვაცნობდი ჩემ მიზნებს, ამოცანებს და შედეგს. კოლეგებმა მოისმინეს, დამისვეს შეკითხვები და მომცეს რეკომენდაციები, რჩევები კვლევასთან დაკავშირებით,

                                        ჩემი სამოქმედო გეგმა ასე გავანაწილე:



                   
ეტაპები:
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი თემის შერჩევა და მიზნის ჩამოყალიბება
ü   









ლიტერატურის და რესურსების მოძიება
ü   
ü   








ანკტის შედგენა

ü   








მოსწავლეების ანკეტირება


ü   







მასწავლებელების გამოკითხვა



ü   






მონაცემთა ანალიზი




ü   





ინტერვენციის დაგეგმვა




ü   





ინტერვენცია





ü   
ü   
ü   
ü   

ინტერვენციის შეფასება





ü   
ü   
ü   
ü   

კვლევის შედეგების ანალიზი








ü   

კოლეგებისთვის შედეგების გაცნობა








ü   

კვლევის ანგარიშის შედგენა და შესაფასებლად წარდგენა









ü   















No comments:

Post a Comment