Wednesday, December 5, 2018



ინტერვენცია: # 1.

შ   შედეგების გადახედვის შემდეგ დავგეგმე ინტერვენცია, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩარევას, ანუ პრაქტიკაში დანერგვას და მიღწეული შედეგების შეფასებას, რაც არ ნიშნავს ყველა პრობლემის გადაჭრას, ეს იქნება ძიება, გამოცდილების შეძენა, გაუმჯობესება და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლა.


Ø  დაგვგეგმე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე, კათედრიდან კოლეგის დასწრება და დაკვირვება საგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებით ორი მიმართულებით ა) სწორად ვიყენებდი თუ არა ორგანიზების ფორმებს და სწავლების სტრატეგიებს და  ბ) მოსწავლეებთან მასწავლებლის ურთიერთობა და მათთან დამოკიდებულება. კოლეგა სიამოვნებით დამთანხმდა. ფოკუსირებული დაკვირვებისას მიზნად დავისახე, მიმეღო რჩევა რამდენად ეფექტური იქნებოდა ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაგეგმილი აქტივობები, დამოუკიდებელი ან ჯგუფური მუშაობა და მეორე, რამდენად ახდენს გავლენას ჩემი განწყობა-დამოკიდებულება ან ხასიათი მოსწავლეების მოტივაციაზე.
ინტერვენციის შეფასება:

     კოლეგამ ( საზოგადოებრივი მეცნ. კათედრის გეოგრაფიის მასწავლებელი- გ. ტიელიძე),  რომელიც მესამე გაკვეთილს ესწრებოდა მიმდინარე სასწავლო წელს, ამ გაკვეთილის შემდეგაც ( გაკვეთილის თემა იყო- ,, ბიზანტიის იმპერიის დაცემა’’ მე-7 კლ. ), მომცა საკმაოდ ეფექტური უკუკავშირი, მისი შეფასებით - ,, კლასში შესვლისთანავე იგრძნობა მოსწავლეთა მხრიდან მოლოდინი, თუ რას მოიმოქმედებს მასწავლებელი და მათ ეტყობოდათ დადებითი განწყობა და თითქოს მასწავლებლისგანაც მოითხოვენ წამოვიდეს დადებითი მუხტი, კარგია, რომ აქტივობები არის მრავალფეროვანი და ენაცვლება ერთმანეთს, მაგალითად, გონებრივი იერიში, კ.ნ.ს- ით, არგუმენტირებული მსჯელობა, რუკაზე სამუშაო, ჩანს მოსწავლეები მოტივირებული არიან თუ მასწავლებელი სწორად და ეფექტურად აქებს, აფასებს, ინდივიდუალური მუშაობის სტრატეგია კარგად იყო შეჩეული, რადგან მოსწავლეებს მიეცათ ცოდნის გამოვლენის და აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა, სხვადასხვა ტიპის სააზროვნო კითხვები მოსწავლეებს მეტი აქტიურობისაკენ უბიძგებს, ჩანს, რომ მოსწავლეებს უყვართ რუკა, როგორც რესურსი და ვურჩევ მასწავლებელს ეს რესურსი გამოიყენოს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად’’.


          ინტერვენციამ მომცა კარგი შედეგი, რადგან კოლეგის თვალით დანახული გაკვეთილის მიმდინარეობა რასაც ზოგჯერ საკმარისად ვერ აღვიქვამ, იყო საკმაოდ ეფექტური. პირველი, რაც ჩემი მოსწავლეებისაგან წამოვიდა, ეს იყო მოლოდინი გაკვეთილის დასაწყისში, რაც უნდა გამემართლებინა, შემდეგ კი აქტივობები, მრავალფეროვანი და საინტერესო, რაც ხალისიან და დადებით განწყობას შექმნიდა კლასში.















No comments:

Post a Comment